Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

“საქართველოს ხელოვანთა პროფესიულმა კავშირმა” საავტორო უფლებების ლიცენზია შეიძინა

2012 წლის 27 თებერვალს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და “საქართველოს ხელოვანთა პროფესიულ კავშირს” შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა.

ლიცენზიის საფუძველზე, კავშირის ორგანიზებით გამართული კონცერტები და სხვა ღონისძიებები საავტორო უფლებებით იქნება დაცული. ღონისძიებებში გამოყენებული ნაწარმოებების ავტორებისათვის (კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები და სხვა) ჰონორარები იქნება გადახდილი, რაც მათ ასოციაციის მეშვეობით გაუნაწილდებათ.

ლიცენზიას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ დასაქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირის” პრეზიდენტმა  დავით ოქიტაშვილმა.

 
 
 
 
 
წევრისთვის