Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ავტორები მათი ნაწარმოებების ინტერნეტში უკანონო განთავსების აკრძალვას ითხოვენ

ქართველ ავტორთა ჯგუფმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას საავტორო უფლებების დაღვევის შესახებ აცნობა. საკითხი ეხება ინტერნეტგვერდის www.geguchadze.com საშუალებით, ავტორთა ნებართვის გარეშე, მათი ნაწარმოებების უკანონოდ გავრცელება/რეალიზაციას.

ასოციაციამ ინტერნეტგვერდის მესაკუთრეს წერილობით მიმართა, რომელითაც ვებ-გვერდიდან ნაწარმოებების უკანონო განთავსება/რეალიზაციის აკრძალვა და კომპენსაციის გადახდა მოითხოვა, რის შესახებაც  28 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიგა კობალაძემ, პრესკონფერენცია გაიმართა.

ინტერნეტ სივრცეში არალიცენზირებული პროდუქციის აკრძალვა კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული ინტერნეტ სივრცის ლეგალიზების კამპანიის გზაზე. კამპანია მიზნად ისახავს არალიცენზირებული პროდუქციის ლიცენზირებული პროდუქციით ჩანაცვლებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ქართული ბაზარიდან მეკობრული პროდუქციის განდევნას და ლიცენზირებული პროდუქციის რეალიზაციას. ავტორთა უფლებების დაცვის მიზნით, ასოციაციის მიერ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალება, მათ შორის, საკითხი შეიძლება სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს.

 
 
 
 
 
წევრისთვის