Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

მიშა მდინარაძის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

კომპოზიტორი მიშა მდინარაძე მოსკოვში არსებულ თეატრ “მილენიუმს” საავტორო ჰონორარის გადაუხდელობაში ადანაშაულებს.

საკითხი ეხება, მდინარაძის მიერ მოსკოვის თეატრ “მილენიუმის” დაკვეთით შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, რომლებიც სპექტაკლ “ხანუმაში” იქნა გამოყენებული. მდინარაძის განმარტებით, მას გაწული სამუშაოსთვის თეატრ “მილენიუმისაგან” ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰონორარი უნდა მიეღო, რისი მხოლოდ მცირე ნაწილი მიიღო, ხოლო დარჩენილი ნაწილი, მიუხედავად რამდენიმეთვიანი დაპირებისა, დღემდე არ მიუღია. კომპოზიტორმა საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

დავის დარეგულირების მიზნით ასოციაციის მიერ თეატრ “მილენიუმისათვის” გაგზავნილი იქნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება. საავტორო უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავტორის უფლებების დაცვისა და მისი კუთვნილი ჰონორარის გადახდის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის