Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

გია ზარიძის საავტორო უფლებებს ასოციაცია დაიცავს

ქორეოგრაფმა გია ზარიძემ, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების ფედერაცია საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

ზარიძის განმარტებით, მის მიერ შექმნილია სამეჯლისო ცეკვების კონკურსის სცენარი, რომელიც მას დეპონირებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ “საქპატენტში”. სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების ფედერაცია, მისი სცენარის მიხედვით, ნებართვის გარეშე ყოველწლიურად ატარებს სამეჯლისო ცეკვების კონკურსს, რითაც არღვევს მის საავტორო უფლებებს. საავტორო უფლებების დაცვის მიზნით გია ზარიძემ  საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართა.

დავის დარეგულირების მიზნით საკითხს ასოციაცია შეისწავლის. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ასეთი დარღვევის აღმოფხვრისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

 
 
 
 
 
წევრისთვის